18:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აფბა: რუსული ინტერესები ქართულ ენერგეტიკასა და ბიზნესში
ნათია თურნავა: „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს“

სიახლეები

სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებაზე

 

მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის წინაწარი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლებელია, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. მისიის მიგნებების საფუძველზე შედგება ანგარიში, რომელიც ხელმძღვანელობის დასტურის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წარედგინება განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის.

 

  • სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებაზე. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ამ საკითხს ივნისში განიხილავს.
  •  
  • ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წელსაც სტაბილურია. საშუალოვადიან პერიოდში სტრუქტურული რეფორმები და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.
  •  
  • საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების მიმართ. პასუხად, აუცილებელია შენარჩუნდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, გაგრძელდეს რეზერვების დაგროვება, ასევე გონივრული მონეტარული, ფისკალური და ფინანსური სექტორის პოლიტიკის გატარება.
  •  

ამა წლის 30 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით საქართველოს სტუმრობდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო საქართველოში სსფ-ს მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვა. ეს პროგრამა მხარს უჭერს ხელისუფლების რეფორმების გეგმას და მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შემცირებას, მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევას.

ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:

 

"პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ეს შეთანხმება საჭიროებს დამტკიცებას სსფს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ, რომელიც საქართველოს საკითხს ამა წლის ივნისში განიხილავს. ამ მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). ამით, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში 150 მილიონ ეს დე ერ-ს (დაახლოებით 207.9 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

 

"რეფორმების პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მეოთხე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო პირობების უმრავლესობა შესრულებულია.

 

"2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 4.7 პროცენტს მიაღწია. ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებლის ახლოს ნარჩუნდებოდა. ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლების და საგარეო გადმორიცხვების მკვეთრმა ზრდამ, იმპორტის ზრდის დაბალ ტემპთან ერთად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპს 7.7 პროცენტამდე შეამცირა 2018 წელს, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი 2017 წელს მშპ-ს 8.8 პროცენტი იყო. ფისკალური მაჩვენებლები 2018 წელს დაგეგმილ დეფიტის მაჩვენებელს შეესაბამებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ხარჯვის მკვეთრი ზრდა 2018 წლის დეკემბერში. მოსალოდნელზე მაღალმა შემოსავლებმა შესაძლებელი გახადა მეტი კაპიტალური ხარჯისა და ბიუჯეტის მიერ გაცემული სესხის დაფინანსება, მაშინ როცა მიმდინარე ხარჯები შეზღუდული იყო.

 

"სუსტი საგარეო გარემოს მიუხედავად, წინასწარი მონაცემების მიხედვით საქართველოს ზრდა 2019 წლის 1 კვარტალში მაღალი იყო. 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არის 4.6 პროცენტი, ხოლო ინფლაცია 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბებს ძირითადად თამბაქოზე აქციზის ზრდის გამო. სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში დააჩქარებს ზრდას საშუალოვადიან პერიოდში და ზრდა დაახლოებით წლიურ 5¼ პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნელ-ნელა შემცირდება, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების საფუძველზე.

 

"მიუხედავად პოზიტიური ეკონომიკური პერსპექტივისა, საქართველო მოწყვლადია სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების მიმართ. მათ შორის გლობალური სავაჭრო დაძაბულობის და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის მიმართ. დაკრედიტების ახალმა სტანდარტმა, თუ მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა, შესაძლებელია შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მოკლე ვადით.

 

"ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი ხელისუფლებას აძლევს საშუალებას განაგრძოს რეფორმების განხორციელება, რეზერვების დაგროვების პარალელურად, რაც თავის მხრივ დაცვაა უარყოფითი საგარეო შოკების მიმართ.

 

"ფისკალური დეფიციტი სტაბილურია როგორც 2019 ასევე შემდგომ საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა იგეგმება ხარჯვის ფორმატის შეცვლა, რაც განათლების რეფორმის მაღალი პრიორიტეტით არის გამოწვეული. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების პირობას განახორციელონ რეფორმები არსებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში. ხელისუფლება მუშაობს შემოსავლების სამსახურის ეფექტურობის ამაღლებაზე, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის დახვეწაზე და სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგის დახვეწაზე, რათა შეიზღუდოს ფისკალური რისკები.

 

"მონეტარული პოლიტიკა კვლავაც მიმართული იქნება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. მონეტარული პოლიტიკა არსებული ვითარების შესაფერისია. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გაცვლითი კურსის მოქნილობა და გაზარდოს საგარეო ბუფერები.

 

"ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული იქნება ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების მიღების ფონზე ცოტა ხნის წინ, გამკაცრდა სესხის გაცემის სტანდარტი და შემცირდა კრედიტის ზრდა. ასეთი მიდგომით, კრედიტის ზრდა უფრო მდგრადი გახდება. ამასთან, კრედიტის ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლისთვის. ჩვენ მივესალმებით სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დახვეწის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს.

 

"სტრუქტურული რეფორმების ასწრაფება და ხელისუფლების რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ზრდის ინკლუზიურობას. მნიშვნელოვანია განათლების ძირეული რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს მოსახლეობის უნარჩვევებს და შეამცირებს უმუშევრობას. მიმდინარე ინიციატივები გაკოტრების შესახებ და კაპიტალის ბაზრის რეფორმის შესახებ ხელს შეუწყობს ინვესტიციების მობილიზებას.

 

"სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის."

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული