04:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს
ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა

სიახლეები

ეკატერინე მიქაბაძე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასების პირველადი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

 

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასების მეთოდოლოგიასა და პირველად შედეგებზე იმსჯელეს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის OECD-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ETF-ის, ევროკავშირის,  ასევე საქართველოს სამთავრობო და კერძო სტრუქტურების  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა.

 

„ეს არის საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასება, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში, მასში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OECD და ასევე პარტნიორი ორგანიზაციები. პირველი შეფასება ჩატარდა 2016 წელს, სადაც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი პოზიცია დაიკავა და 12 ინდიკატორიდან შვიდში უმაღლესი შეფასება მიიღო.

 

შესაბამისად, ამჟამად მიმდინარეობს პირველადი შედეგების განხილვა 2020 წლის ინდექსისთვის და იმედი მაქვს, მასში ასახული იქნება ის რეფორმები, რომლებიც 2016 წლის შემდეგ გატარდა“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

მისი თქმით,  უკვე გვაქვს უცხოელი ექსპერტებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურებები, მათ მიერ ასევე დასახელდა ის გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

 

„შეფასება საშუალებას გვაძლევს სწორედ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ჩვენი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გარემო საქართველოში, რადგან სწორედ ეს არის გამწევი ძალა, რომელიც ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და შეფასებებში ჩართულ ყველა მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან

29 აპრ 2019კვირის გრაფიკი

 ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულშია. ევროსტატის მონაცემებით 2018 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მისაღებად 20 ათას ადამიანზე...

პოპულარული