12:27 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი - პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით დავუჭერთ მხარს
ეკატერინე მიქაბაძე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასების პირველადი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

სიახლეები

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს

 

საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.

 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევრობანკის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაზეც საქართველოში EBRD-ის დივერსიფიცირებული პორტფელიც მიუთითებს.

 

მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო EBRD-ის სამომავლო გეგმებს და პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც ბანკი საქართველოში აპირებს. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა და დადებითად შეფასდა განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით დაფინანსებას გულისხმობს.

 

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა, რაც მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ფორმატის მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული