03:46 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს

სიახლეები

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი - პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რასაც სიამოვნებით დავუჭერთ მხარს

 

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჩვენი მთავარი პარტნიორია და ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მამუკა ბახტაძემ და ვაზილ ჰუდაკმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

 

"საქართველოს მთავრობის მეთაურთან განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები. ერთის მხრივ გავაგრძელებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, რადგან ეს ევროპასთან დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს  შემდგომი ინტეგრაციისთვის. ასევე, მხარს დავუჭერთ ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებას - ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მოდერნიზაციას. ამ კონტექსტში გვსურს ხელი შევუწყოთ ახალ, ინოვაციურ საქმიანობას, რადგან საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს გამოგონებებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად ელექტრომობილურობა, ადგილობრივი ტრანსპორტი. პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ამდენად, სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოდერნიზებას, რათა მგზავრობა ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უსაფრთხო გახდეს", - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

 

ამასთან, საუბრისას ცნობილი გახდა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა".

 

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო კერძო სექტორში, არასუვერენული პროექტების დასაფინანსებლად, EIB-ის მიერ გამოყოფილია 188 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...