11:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა: ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი ტვირთების მოზიდვა ჩვენს საერთო დერეფანში
მამუკა ბახტაძემ და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

სიახლეები

ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს შორის

 

ქ. ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის  ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ხალაფ ხალაფოვს შორის.

 

მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა ჩატარება შემდეგ კვირას.

 

ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მიუღებელია საკითხის ირგვლის  ნებისმიერი სახის პროვოკაციები.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის  მიმდინარეობისას  იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, ხოლო დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკას დაუბრუნდებიან  შემდეგ შეხვედეაზე.

 

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე  და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი