07:49 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-მ ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი "ტერეკი" მაგნიტსკის სასანქციო სიაში შეიყვანა
ნათია თურნავა: ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი ტვირთების მოზიდვა ჩვენს საერთო დერეფანში

სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, 2022 წლისთვის საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყოს 1500-1800 ლარის დიაპაზონში

 

ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი მცირეა და ეს სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგების ხელფასების ზრდა არის იმ ეროვნული იდეის ნაწილი, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა, რათა საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფოდ და დაძლიოს მის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა.

 

"მე დავპირდი ჩვენს პედაგოგებს, რომ წელსვე დავიწყებდით ხელფასების ზრდას და შემოდგომიდან მასწავლებლების დიდ ნაწილს უკვე ხელფასი გაეზრდება. ამასთანავე, მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა ჩვენს პედაგოგებთან. მათი სურვილი იყო და სამართლიანობის განცდიდან გამომდინარეც ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. კერძოდ, სახელმწიფო მზად არის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც წლების განმავლობაში ზრდიან ჩვენს თაობებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სისტემიდან წასვლას მოისურვებენ, 2 წლის კომპენსაცია გადაუხადოს იმ ძალიან დიდი ღვაწლისთვის, რაც თითოეული მათგანს აქვს ჩვენი განათლების სისტემის წინაშე. ჩვენი ეროვნული  იდეის - განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პედაგოგი საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია, სადაც ღირსეული ანაზღაურება არსებობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, 2022 წლისთვის, საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარის დიაპაზონში იყოს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...