22:07 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა - საქართველოსთვის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, 2022 წლისთვის საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყოს 1500-1800 ლარის დიაპაზონში

სიახლეები

აშშ-მ ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი "ტერეკი" მაგნიტსკის სასანქციო სიაში შეიყვანა

 

 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში სანქციები დაუწესა სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების ჩეჩნურ რაზმ „ტერეკს“ და რუსეთის 5 მოქალაქეს, რომლებიც ასევე დაკავშირებული არიან ჩეჩნურ შეიარაღებულ ძალებთან.

 

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. რაზმის წევრებს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევასა და დანაშულებრივ მოქმედებაში ედებათ ბრალი. საუბარია ლგბტ პირთა წამებასა და ბორის ნემცოვის მკვლელობაში მათ მონაწილეობაზე.  

 

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ამერიკის ოფიციალური უწყების გადაწყვეტილებას უკვე უპასუხა:

 

„თუ აშშ უმაღლეს დონეზე განიხილავს „ტერეკისა“ და მისი ხელმძღვანელის, აბუზაიდ ვისმურადოვის საკითხებს,  ეს დამაჯერებული მტკიცებულებაა იმისა, რომ ამერიკას ჩვენი ეშინია - პატარა ჩეჩნეთის, დიდი აშშ-ისგან ასე დაშორებულის. ე.ი. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, ვრეაგირებთ ეფექტურად, შედეგიანად, ოპერატიულად“, - განაცხადა კადიროვმა.


„მაგნიტსკის კანონი“, თავდაპირველად, აშშ-ის სენატმა 2012 წელს მიიღო, ის გულისხმობდა რუსი ბიზნესმენის, რუსეთის ციხეში გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან დაკავშირებული 60-მდე რუსი ჩინოვნიკისა და ბანკირისთვის ვიზების აკრძალვას და მათი საერთაშორისო ანგარიშების გაყინვას.

 

მოგვიანებით „მაგნიტსკის კანონი“ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სიმბოლოდ გადაიქცა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

27 იან 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოს შობადობის დონით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს შეადგენდა 2.06-ს. ეს ნიშნავს...

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

პოპულარული

ურბანიზაციის დონე საქართველოში

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

შობადობა საქართველოში

27 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი