00:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ჩვენც ამ პრინციპის ერთგულნი ვართ“ - დავით ზალკალიანი
აშშ-მ ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი "ტერეკი" მაგნიტსკის სასანქციო სიაში შეიყვანა

სიახლეები

ნათია თურნავა - საქართველოსთვის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია

 

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ასტანის ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი და მისი მსვლელობისას განხილული აქტუალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ცენტრალური დერეფნის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულტანში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

 

აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოხსენებით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია და სურვილი, რომ გახდეს ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი.

 

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები, რომლებზეც ფორუმზე სიტყვით გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა, ძალიან დიდ სინერგიაშია იმ აქცენტებთან, რომელიც ზოგადად კეთდება ფორუმის სხვა გამომსვლელთა მიერ და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს ასახავს. „ყველამ გააკეთა აქცენტი განათლების მნიშვნელობაზე. კარგია, რომ ჩვენ, საქართველო, ერთი ნაბიჯით წინ ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ განათლების მნიშვნელობაზე, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული ამასთან დაკავშირებით, რაც წარვადგინეთ კიდეც დღეს,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოყვანილ სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 70 პროცენტი რეცესიაშია და ტემპები კლებულობს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე საუბრობს. „ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიღწევა მაღალი დინამიკური ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

30 დეკ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის...