17:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Huawei-ს გენერალური დირექტორი: ამერიკა ჩვენს შესაძლებლობებს არ აფასებს
ვლადიმირ ზელენსკის უკრაინაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება სურს

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია გზებს კეტავს

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა 21 მაისს საგზაო მაგისტრალი გადაკეტეს, რომელიც სოხუმს რუსულ-აფხაზურ საზღვართან აკავშირებს.  ინფორმაციას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass ავრცელებს, აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

 

მომიტინგეებმა გადაკეტეს მდინარე ბზიფზე გამავალი გზა და მაგისტრალი, რომელიც სოფელ ტამიშში გადის, რის შემდეგაც გზაზე 1 კილომეტრზე უფრო გრძელი საავტომობილო საცობი შეიქმნა. მომიტინგეები ატარებდნენ მხოლოდ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს.

 

მოგვიანებით გზების პიკეტირება შეწყდა და ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ამ აქციას „გამაფრხილებელი ხასიათი“ ჰქონდა.  ძალოვანებს არცერთი აქტივსტი არ დაუკავებიათ.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა  ობიექტურად შეაფასებენ ვითარებას ქვეყანაში... და დააკმაყოფილებენ ხალხის მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება“, - ნათქვამია სახალხო კრების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

ოკუპირებულ რეგიონში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მთვარი ოპოზიციონერი კანდიდატი ასლან ბჟანია ავად არის და მოსკოვში მკურნალობის კურსს გადის.

 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბჟანია პოლიტიკური მოტივით მოწამლეს. რაულ ხაჯიმბა ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...