19:39 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლიბია ახალი სამოქალაქო ომის ზღვარზეა
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია გზებს კეტავს

სიახლეები

Huawei-ს გენერალური დირექტორი: ამერიკა ჩვენს შესაძლებლობებს არ აფასებს

 

 

ჩინური კომპანია „ჰუავეი“ 2019 წლის 19 აგვისტომდე შეძლებს  გამოუშვას  განახლებები აშშ-ის ბაზარზე გაყიდული სმარტფონებისთვის. დროებითი ლიცენზია ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მიანიჭა, წერს The Verge.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას უწყებამ Huawei შეიყვანა 70 კომპანიისგან შემდგარ სიაში, რომელთა აღჭურვილობებისა და მოწყობილობების შეტანა აშშ-ში მხოლოდ მთავრობის სპეციალური ნებართვით შეიძლება.

 

ამ გადაწყვეტილების გამო, Huwei-სთან თანამშრომლობა უკვე გაწყვიტეს Google-მა, Qualcomm-მა, Broadcom-მა და Xilinx-მა, რაც ჩინური კომპანიის სმარტფონების ბიზნესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

 

Huawei-ს ოფიციალურ პოზიციაზე კომპანიის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა სააგენტო Global Times-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროებითი ლიცენზია კომპანიის გეგმებში ცვლილებებს ვერ შეიტანს.

 

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს, რომელთაც „დიდი წვლილი შეიტანეს“ კომპანიის განვითარებაში. Huawei-ში სჯერათ, რომ ისინი ცდილობდნენ აშშ-ის მთავრობის დარწმუნებას, არ გადაედგა ეს ნაბიჯი. 

 

ჩინურ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შეზღუდვები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს 5G ქსელის აღჭურვილობის ექსპორტზე. „უახლოეს 2-3 წელში 5G სფეროში ჩვენ ვერავინ დაგვეწევა. ამერიკის მთავრობა Huawei-ს შესაძლებლობებს არ აფასებს“, - განაცხადა კომპანიის მმართველმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი