16:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1,5 ათას სამხედროს გაგზავნის
"გაზპრომმა" უკრაინის გვერდის ავლით ევროპისთვის გაზის მიწოდების პროექტის 52,6% უკვე განახორციელა

სიახლეები

ევროპარლამენტში ბრიტანეთის კუთვნილი ადგილები ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისთვის დარეზერვდება

 

 

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელსა და ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ლიდერის თანამდებობებს ტოვებს. დაუნინგ-სტრიტზე გაკეთებულმა ცრემლიანმა განცხადებამ ბრიტანეთსა და ევროკავშირში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია.

 

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობას ტერეზა მეი კონსევატორების ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს. საინტერესოა, რომ მეის გადადგომას, რომელიც 7 ივნისს არის დაგეგმილი, ერთი დღით უსწრებს წინ ევროპარლამენტის არჩევნები.

 

ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, უკვე გადაწყვეტილია, რომ პარლამენტში ბრიტანეთის კუთვნილ 73 ადგილს ბრექსიტის შემდეგ სხვა ქვეყნები მხოლოდ ნაწილობრივ გადაინაწილებენ: საფრანგეთი და ესპანეთი დამატებით 5-5 ადგილს მიიღებენ, იტალია და ჰოლანდია - 3-3 ადგილს, ირლანდია - 2-ს,  კიდევ 9 ქვეყანა მიიღებს თითო ადგილს. დანარჩენი 46 ადგილი დარეზერვდება, ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისთვის.

 

თავად მეი აცხადებს, რომ წუხს ამ არჩევნებში ბრიტანეთის მონაწილეობის გამო, რაც ბრექსიტის გადადებას მოჰყვა. ბრექსიტის დასრულებას და პროცესის ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანას ბრიტანეთის ახლაი მთავრობა შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი