20:45 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბრიუსელის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ ჩოხით შეიმოსა
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

სიახლეები

აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლს ერაყი შეასრულებს

 

 

ერაყის მთავრობა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ასრულებს. 

 

„ჩვენ გვსურს დახმარება და გვინდა ვიყოთ შუამავალი ამ ურთიერთობაში“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ალი ალ-ჰაკიმმა, თავის ირანელ კოლეგასთან, მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრისას.

 

დიპლომატის თქმით, ოფიციალური ბაღდადი თავდაუზოგავად იმუშვებს ესკალაციის თავიდან ასარიდებლად და მხარეებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, შესთავაზა თავის ერაყელ კოლეგას,  რომ გაფორმდეს ირანსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს მათ შორის სამხედრო დაპირისპირებას.

 

ბოლო პერიოდში, ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობა მკვეთრად არის დაძაბული.  ირანმა ოფიციალურად შეწყვიტა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში 2015 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება, ხოლო აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ირანის მისამართით რამდენიმე მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. 

 

ცნობილია, რომ ამ მოვლენების გამო აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1,5 ათას დამატებით სამხედრო მოსამსახურეს გადაისვრის.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი

22 თებ 2021კვირის გრაფიკი

       როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...

ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში

15 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?

8 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...