სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის წინ, რომელიც 3-5 ივნისს უნდა გაიმართოს, სრულიად მოულოდნელი განცხადება გააკეთა სამეფო ოჯახის წევრის მისამართით.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცესს და ახალ პოტენციურ პრემიერ-მინისტრს - ბორის ჯონსონს, ბრიტანელების გულისწყრმას ის ვერ გადაურჩება.
დონალდ ტრამპმა მეგან მარკლს არც მეტი არც ნაკლები „ბოროტი“ უწოდა. The Sun-ის ჟურნლაისტის შეკითხვაზე, იცის თუ არა მის მიმართ მეგანის უარყოფით პოზიციასთან დაკავშირებით, ტრამპმა ასეთი რამ მიუგო: „მე ამის შესახებ არ ვიცოდი. რა შემიძლია ვთქვა? მე არ ვიცოდი, რომ ის ბოროტი იყო“.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 2018 წლის 19 მაისს დაქორწინდნენ.
საინტერესოა, რომ პრინცმა ჰარიმ ამ ქორწილით სამეფო ოჯახის საუკუნეობრივი ტრადიცია დაარღვია, რადგან მარკლი ერთხელ უკვე იყო გათხოვილი, ხოლო ბრიტანეთის პრინცები გათხოვილ ქალებზე არ ქორწინდებიან.
ასევე, პრობლემას ქმნიდა მარკლის ეთნიკურობაც, მისი დედა აფროამერიკულ რასას ეკუთვნის, რაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ასევე მიღებლად ითვლებოდა საუკუნეების მანძილზე.
მსგავსი სიახლეები

5 ივნ 2019საერთაშორისო
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 ივნ 2019საერთაშორისო
სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
