02:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირანის სულიერი ლიდერის მოადგილე: სპარსეთის ყურეში კონფლიქტის შემთხვევაში, ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს
ტრამპმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს ბოროტი უწოდა

სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში დღეს კომპანია „იწის წყლის" მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში აშენდა. 

 

მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო, რომელიც წყლის მოპოვებით იწყება და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემით სრულდება. 

 

საწარმოს ხელმძღვანელობამ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი, რომელთაგან - 2, მშობლიურ კუთხეს თბილისიდან დაუბრუნდა. 

 

ISO სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 850 000 დოლარია. მის ასაშენებლად კი, კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7500 კვადრატული მეტრი მიწა კომპანიას სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა. 

 

პრემიერ-მინისტრი მეწარმეს ექსპორტში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

12 აპრ 2021კვირის გრაფიკი

2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...