სიახლეები
ირანის სულიერი ლიდერის მოადგილე: სპარსეთის ყურეში კონფლიქტის შემთხვევაში, ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხომენეის თანაშემწის თქმით, ამერიკული ხომალდების ირანის სამხედრო გემების სიახლოვეს ყოფნა მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთეს, რადგან სპარსეთისყურეში ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.
„ამერიკელები აცნობიერებენ, რომ მათი სამხედროები ირანის გემებთან ახლოს იმყოფებიან. აშშ-ის და სხვა ქვეყნების გემები ირანის სარაკეტო დანადგარების მოქმედების არეალში არიან. სპარსეთის ყურეში ტყვიის გავარდნისთანავე ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს. ეს მძიმე იქნება ამერიკისთვის, ევროპისა და მათი მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა იაჰია რაჰიმ საფავიმ.
ბოლო პერიოდში, ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობა მკვეთრად არის დაძაბული. ირანმა ოფიციალურად შეწყვიტა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში 2015 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება, ხოლო აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ირანის მისამართით რამდენიმე მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა.
ცნობილია, რომ ამ მოვლენების გამო აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1,5 ათას დამატებით სამხედრო მოსამსახურეს გადაისვრის.
მსგავსი სიახლეები

4 თებ 2020ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

5 ოქტ 2019ეკონომიკა
რამდენად დივერსიფიცირებულია საქართველოს საგარეო სექტორი?

4 ივნ 2019ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

