22:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა
ირანის სულიერი ლიდერის მოადგილე: სპარსეთის ყურეში კონფლიქტის შემთხვევაში, ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს

სიახლეები

ნიკორწმინდის ტაძარს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ფარგლებში შენობების გარე ფასადების, ღობეების მოწყობა, სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს,  2 004 780 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. 

 

ამასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით დაწყებულია ნიკორწმინდის  ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გარე ფასადების, იატაკის, სარკმლების აღდგენა, ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვა. 

 

ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთებიც აღმოჩნდა.

 

პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ხაზი გაუსვა მათი ჩართულობის მნიშვნელობას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რეგიონის წინაშე დგას. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ძლიერი რეგიონები ძლიერ საქართველოს ნიშნავს, შესაბამისად, მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონებში, როგორც ეკონომიკური, ისე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და მოსახლეობას მშობლიურ მხარეში დასაქმებისა და მეწარმეობის შესაძლებლობას მისცემს. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა რაჭაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა, ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც გასულ წელს დაანონსდა, წინსწრებით მიმდინარეობს.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპები შევინარჩუნოთ. შენდება სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იმერეთიდან რაჭის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს თბილისიდან რაჭისკენ, რაც საშუალებას მოგვცემს, ავითვისოთ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალი. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი რთველი, რომელიც ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი ისტორიაში. ძალიან კარგია, რომ ვენახების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს. ამბროლაურში ვერ ნახავთ მიწის ნაკვეთს, სადაც არ არის ვენახი გაშენებული. მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს გაზიფიკაციის თვალსაზრისით. მიმდინარეობს ინტერნეტიზაცია ამბროლაურში და შემდგომ ამას ონიც დაემატება. ძალიან კარგია, რომ დავიწყეთ ამ ულამაზეს კუთხეში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია. ნიკორწმინდაა ერთ-ერთი პირველი ძეგლი, სადაც ეს რესტავრაცია მოხდება. მოწვეული გვყავს იტალიელი სპეციალისტები, რათა ეს შესრულდეს უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ვიყავით ასევე ძალიან საინტერესო სოფელ გოგოლათში, სადაც შენარჩუნებულია ქართული უნიკალური ორნამენტები და არქიტექტურა. ეს არის უნიკალური ხის სახლები, რომელსაც რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს ვაძლევთ ეროვნული კატეგორიის სტატუსს აქ ჩვენ დავიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დარწმუნებული ვარ, ეს გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია მომავალში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი