11:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისურ ეზოში რეჟისორ გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ნიკორწმინდის ტაძარს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა

 

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა, - სიახლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება ისე, რომ სოფელი პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს.

 

"ჩვენი ვალდებულებაა, ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არა მხოლოდ მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში. ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული სახლი, სადაც შენარჩუნებულია უნიკალური ქართული არქიტექტურა და ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. ეს არის უდიდესი კულტურის და გამოცდილების მაჩვენებელი, რადგან შეუძლებელია, ერმა შექმნას მსგავსი სილამაზე, რაც ამ სოფელში და კუთხეშია, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარეშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონის გაცოცხლებას და მოსახლეობას მშობლიურ კუთხეში დაბრუნების მოტივაციას გაუჩენს.

 

"როგორც ონში, ასევე ამბროლაურში, ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მას, ვინც იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლები, შევუქმნათ შესაძლებლობები, დაბრუნდეს საკუთარ ულამაზეს კუთხეში. სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააცოცხლებს ამ რეგიონს. ფაქტობრივად უკვე დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მოიცავს წყალმომარაგების პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება წელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას - განათლებას. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ  და აფასებდნენ. ჩვენ მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ავაშენებთ ახალ სკოლებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ შევძელით რაჭაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს უნიკალური სოფელი ამის ნათელი დასტურია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა სოფელ გოგოლათში უნიკალური არქიტექტურისა და ორნამენტების სახლები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, ასევე მოისმინა ფოლკლორული სიმღერები ანსამბლ "იავნანას" შესრულებით. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი