სიახლეები
ტრამპის ულტიმატუმი ევროპას: შეცვალეთ თავდაცვის პოლიტიკა, თორემ რუსეთთან მარტო დარჩებით
აშშ-მ ევროპას ულტიმატუმი წაუყენა: აშშ-ის მოთხოვნით, ევროპის ქვეყნებმა უნდა შეცვალონ თავიანთი თავდაცვის პოლიტიკა, - ინფორმაციას აის შესახებ გამოცემა El Pais ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვაშნგტონი მოითხოვს, რომ ამერიკულმა კომპანიებმა მიიღონ უფრო აქტიური მონაწილეობა ევროპის თავდაცვის პროექტებში, რომლებიც შეიარაღებასთან არის კავშირში.
ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია აქვთ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ამერიკული კომპანიების უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპას აშშ-ზე სრულად დამოკიდებულს გახდის და ევროპის თავდაცვა ამერიკის ნორმატივებს დაექვემდებარება.
სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპი ამ საკითხზე უკვე ესაუბრა ევროპის ლიდერებს და უთხრა მათ, რომ ასეთი პოლიტიკით ისინი რუსეთის საფრთხის წინაშე მარტო აღმოჩენით რისკავენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ მოითხოვა NATO-ს წევრი სხვა ქვეყნებისგან, რომ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ, მინიმუმ მშპ-ის 2%-მდე.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა მოთმინებას კარგავს და თუ რამე არ შეიცვალა, მათ მიერ დახარჯული ნაკლები თანხმები პირდაპირ აისახება მათი და მათი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობაზე.
მსგავსი სიახლეები

5 ივნ 2019საერთაშორისო
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 ივნ 2019საერთაშორისო
სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

