სიახლეები
18 წლის ბრიტანელმა სტუდენტმა დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ მშობლების მამულში ამერიკის პრეზიდენტის საწინააღმდეგო ინსტალაცია მოაწყო და გაზონზე მამამაკაცის სასქესო ორგანო გამოსახა, წარწერებით: „ჰეი, ტრამპ, კლიმპატის ცვლილება რეალურია“, - წერს Independent.
სტუდენტის სახლი სტანსტენდის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც გუშინ დონალდ ტრამპის ლაინერი დაეშვა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპს ბრიტანელები არც ისე თბილად დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი სამეფო ოჯახის წევრებსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მოსალოდნელია, რომ მეისთან შეხვედრის მთავარი თემები ბრექსიტი, ახალი სავაჭრო შეთანხმება, კლიმატის გლობალური ცვლილება და Huawei-სთან თანამშრომლობის საკითხები იქნება.
ტრამპის ვიზიტს აპროტესტებენ ლონდონში, მანჩესტერში, ბელფასტში, ბირმინგემსა და სხვა დიდ ქალაქებში. ლონდონში ყველაზე მასშტაბური აქცია დღეს არის დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, ტრაფალგარის მოედნიდან დაუნინგ-სტრიტამდე 250 ათასი ადამიანი ჩივლის.
ლონდონში იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პერფორმანსი: საჰაერო ბურთების გაშვება, რომლებზეც დატანილია ტრამპის საწინააღმდეგო მესიჯები. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში დაიდგა დონალდ ტრამპის კარიკატურული ქანდაკება. ბაკინგემის სასახლეში მოწყობილ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტი არც ისე ბედნიერი ჩანდა.
მსგავსი სიახლეები

5 ივნ 2019საერთაშორისო
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 ივნ 2019საერთაშორისო
სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...