17:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
ბრიტანელები დონალდ ტრამპის ვიზიტს არ მიესალმებიან

სიახლეები

საკონკურსო კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად პრემიერ-მინისტრს ორი კანდიდატი წარუდგინა

 

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი - ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.

 

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (http://www.hr.gov.ge/) გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.

 

კონკურსანტებს განაცხადების წარსადგენად 10 დღე განესაზღვრათ. კონკურსში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა,

 

განაცხადი 48 პირმა გააკეთა.

 

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების თანახმად, კონკურსის პირველი ეტაპი იყო კონკურსანტების მიერ წარდგენილი განაცხადების  გადარჩევა, ხოლო მეორე - კონკურსანტებთან გასაუბრება.

 

კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდა კანდიდატების შესაბამისობა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან. „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს 48 კანდიდატიდან მხოლოდ 7 აკმაყოფილებდა.  შესაბამისად, ისინი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ 1-ელ ივნისს კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაიბარა.

 

1-ელ ივნისს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი პარლამენტის ერთი წევრი. ვინაიდან გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის წევრთა უმრავლესობა, გასაუბრება შედგა.

 

მეორე ეტაპზე გადასული 7 კანდიდატიდან, გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთვის შერჩეული ორი კანდიდატი წარედგინა.

 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია 23 აპრილს შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატურები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...