11:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით გაეროში რეზოლუცია მიიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საწარმოთა საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრდილია

 

„საწარმოთა საქმიანობის შედეგები ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში ბიზნესაქტივობა გაზრდილია,  რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობით, მიმზიდველი საინვესტიციო და  ბიზნესგარემოთი, ასევე სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები. 

 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.  

 

„საქსტატის“ თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვა საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27,5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა. ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.0 პროცენტით და 9.5 მილიარდ ლარს მიაღწია. საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა და გამოშვება გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში.  გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 8.9%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 6.1%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 11.8%), ხელოვნების, დასვენების და გართობისა (ზრდა 29.7%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (ზრდა 32.6%) სექტორებმა შეიტანეს.  ეკატერინე მიქაბაძე ასევე ამახვილებს ყურადღება ბიზნესის მიერ საანგარიშო პერიოდში შექმნილ სამუშაო ადგილებზეც. კერძოდ, ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 8.4%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 9.5%),  ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (ზრდა 4.1%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 3.8%) სექტორები. 

 

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ეკონომიკური ზრდის პროცესში. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად მოქმედებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების პროცესზე. 

 

„ჩვენ მიერ 2016 წლიდან ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სტრატეგია და რეფორმები მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. შედეგად, ჩვენ ვხედავთ,  როგორ იზრდება აღნიშნული სექტორის კონკურენტუნარიანობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

 

„საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.0 პროცენტით, ამასთან, საშუალო საწარმოების - 8.3%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 16.7%-ით. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი