სიახლეები
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით გაეროში რეზოლუცია მიიღეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მიიღეს საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშ ამბობენ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ამ რეზოლუციის გატანას საქართველო 2008 წლის მაისიდან ცდილობდა, რითაც განამტკიცებდა დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.
„აღსანიშნავია, რომ წელს გაერო-ს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან
რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ქვეყანათა ჯგუფის სახელით არის წარდგენილი და უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ ცვლილებებს და ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
მსგავსი სიახლეები

5 ივნ 2019საერთაშორისო
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 ივნ 2019საერთაშორისო
სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს
კვირის გრაფიკი
რამდენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?
25 იან 2021კვირის გრაფიკი
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების წილი სტუდენტების მთლიან რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს ქართველი სტუდენტების...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

