17:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პირველი ივლისიდან მეტრო მხოლოდ 23:00 საათამდე იმუშავებს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საწარმოთა საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრდილია

სიახლეები

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით გაეროში რეზოლუცია მიიღეს

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მიიღეს საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშ ამბობენ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ამ რეზოლუციის გატანას საქართველო 2008 წლის მაისიდან  ცდილობდა, რითაც განამტკიცებდა დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

 

„აღსანიშნავია, რომ წელს გაერო-ს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან

რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ქვეყანათა ჯგუფის სახელით არის წარდგენილი და უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ ცვლილებებს და ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...