სიახლეები
პირველი ივლისიდან თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან მხოლოდ 23:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განმარტებით, მეტროში მძიმე მდგომარეობაა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და კაბელების ჩანაცვლება და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.
„მეტროში არსებული მდგომარეობა ყველამ კარგად ვიცით, არა ერთხელ გვისაუბრია ამაზე. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, უკვე რამდენიმე შემადგნელობა რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს.
გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, დაახლოებით 450 კმ ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება თანამედროვე აისო სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 28 საგვირაბე დამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მეტროში კაბელები ჩანაცვლების სამუშაოები 2020 წლის ივლისში დასრულდება და მეტროც ახალი გრაფიკით ამ დრომდე იმუშავებს.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
