18:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს

სიახლეები

სი ძინპინი რუსეთს ეწვია

სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო

 

 

ჩინეთის პრეზიდენტი და ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ლდიერი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

 

ჩინეთის ლიდერი მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს და თანამშრომლობისა და ვაჭრობის რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებს.

 

გარდა ამისა, სი ძინპინი დაესწრება პეტერბურგის 23-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 6-8 ივნისს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი ფორუმზე საპატიო სიტყვით გამოვა.

 

მიმდინარე წელს ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

 

ამერიკული კომპანიების უდიდესი ნაწილი Baring Vostok-ის სკანდალის გამო (3 თვის წინ მოსკოვში მსხვილი ამერიკული კომპანიის 6 თანამშრომელი დააკავეს) პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ბოიკოტს უცხადებს, ხოლო ის კომპანიები, რომლებიც ფორუმზე წარმოდგენილნი მაინც იქნებიან, პეტერბურგში შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლებს მიავლენენ.

 

მიუხედავად აქტიური მცდელობისა, პუტინმა გასულ წელსაც ვერ შეძლო ფორუმზე საკმარისი რაოდენობის მსოფლიო ლიდერების შეკრება, რაც მას განსაკუთრებულ სტატუსს შესძენდა.

 

2018 წელს ფორუმს მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იაპონიის პრემიერი სინძო აბე და საერთაშორისო სავალიუტო ფონდის დირექტორი ქრისტიან ლაგარდი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...