18:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აკაკი ზოიძე, პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე, ჰოლანდიაში შეხვედრებს მართავს
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში საქართველოს შეიტანს

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ბულგარეთში ვიზიტს  კონკრეტული შედეგები ექნება

 

„დარწმუნებულები ვართ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკაში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების კუთხით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას.

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამართულ შეხვედრებზე ყურადღება საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე  გამახვილდა.

 

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პოტენციალის ათვისებაზე, რომელიც დაკავშირებულია შავ ზღვასთან.  საუბარი გვქონდა შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები  გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული