05:01 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრეზენტაცია

სიახლეები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10 წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს. კვლევის მიხედვით მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება.

 „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“ გაუწევს. დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და TH Airport Consulting დირექტორმა ტორსტენ ჰენტჩელმა, რომელიც ამავე დროს ბათუმის აეროპორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელი იქნება.

,,ხელშეკრულება, რომელიც გამოფორმდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და გერმანულ საკონსულტაციო კომპანიას შორის, გულისხმობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას. რის შემდეგაც ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს 10 წლის ჭრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი, მათ შორის გამტარუნარიანობის ნაწილშიც,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

მომსახურების ფარგლებში მოხდება აეროპორტის არსებული გამტარუნარიანობის შეფასება და ანალიზი, მისი ინფრასტრუქტურისა და აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობის საკითხის შესწავლა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...