06:29 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე, იმის შესახებ, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე:
ირაკლი კობახიძე: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იყო კარგი პლატფორმა, რათა ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობისთვის გვეთქვა რამდენად მტკივნეული პრობლემაა ოკუპაცია

სიახლეები

ირაკლი კობახიძე რუსი დეპუტატების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით:


რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეეძლოთ რუსეთის დუმის დეპუტატებს საქართველოში ჩამოსვლა ზოგადად. ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, არის გარკვეული მიდგომა ჩამოყალიბებული და ეს მიდგომა ეფუძნება კანონს ოკუპაციის შესახებ და შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ოკუპაციის შესახებ არის არა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიღებული, არამედ არის მანამდე, თუ არ ვცდები, 2008 წელს მიღებული. ანუ, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი დეპუტატების შემოშვებისთვის ან არ შემოშვებისთვის. სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში: თუ არის დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი და აქ არის არსებითად საუბარი იმაზე, რომ არ უნდა იყოს შესული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონკრეტული მოქალაქე, ამ შემთხვევაში, ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი. იყო ასეთი ორი შემთხვევა, ორი დეპუტატი იყო რუსეთის დუმიდან წარმოდგენილი ამ საპარლამენტო დელეგაციაში, ერთი იყო ზატულინი და მეორე იყო ვიატკინი, ორივეს ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ სამართლებრივი საფუძვლით, ორივეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. რაც შეეხება რუსული დელეგაციის დანარჩენ წევრებს, მათ შორის იყო გავრილოვი და სხვა დეპუტატები, მათ არ ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უარი ეთქვა რომელიმე ორგანოს მათთვის საქართველოში შემოსვლაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის დღეს მიღებული კანონი, ეს კანონი მოქმედებს ოკუპაციის დღიდან, თითქმის და ამ კანონში ცვლილებები არ შეტანილა ამ წლების განმავლობაში, კონკრეტული საფუძველი არსებობს არ შემოშვების. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები სხვადასხვა უწყების მიმართ შემოშვება-არ შემოშვებასთან დაკავშირებით. მკაფიოდ არის ეს ყველაფერი განსაზღვრული კანონით. თუ კანონი უნდა შეიცვალოს და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ გვაძლევდა განსხვავებული რეაგირების საშუალებას მოქმედი კანონი, ამ შემთხვევაში, მზად ვართ ამაზე დისკუსიისთვისეს არის მეორე ნაწილი, რაზეც ასევე იყო უამრავი სპეკულაციაჩვენ გვქონდა, მათ შორის, მე მქონდა პირად საუბრებში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილების საშუალება, ვამბობდით ჩვენ, რომ გარკვეული უხერხულობები იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ბუნებრივია, ჩვენ ვიყავით მასპინძელი

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული