10:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ასამბლეის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხზე:
ირაკლი კობახიძე რუსი დეპუტატების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით:

სიახლეები

ირაკლი კობახიძე, იმის შესახებ,  თუ რა პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე:

 

პარლამენტის თავმჯდომარე არის მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი თითოეული ღონისძიების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, უნდა გაიმიჯნოს აქ მაკრო და მიკრო მენეჯმენტი. რაც შეეხება მაკრო მენეჯმენტს, ანუ საერთო დაგეგმას ღონისძიების, თავისი დეტალების ჩათვლით, ოღონდ საერთო დაგეგმაზეა საუბარი, იქ იყო წინასწარ ყველა ნიუანსი გათვლილი, აწონ -დაწონილი და შესაბამისი ზომები მიღებული, თუმცა ამ ხარისხის იმპროვიზაციას დავარქვათ სახელი და ეს იყო არა იმპროვიზაცია უბრალოდ, არამედ, ეს იყო პროვოკაცია, ამ მასშტაბის პროვოკაციის წინასწარ გათვლა და წინასწარ ყოველგვარი განვითარებისთვის, ასე ვთქვათ, რეაქციის შემზადება, არ არის მარტივი. როდესაც ასეთი ტიპის ქმედება ხორციელდება, იქ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ რეაქცია უნდა იყოს მყისიერი და ეს რეაქცია ჩვენი მხრიდან, უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან და მათ შორის, ჩემი მხრიდან, იყო მყისიერი როგორც კი გავიგეთ ამ ფაქტის თაობაზე. ჯერ ერთი, საჯარო განცხადება გაკეთდა და შემდეგ, მაშინვე მყისიერად მოვითხოვეთ ჩვენ სესიის  შეჩერება და ფორმატის რადიკალურად შეცვლა. ანუ, ეს მოხდა მყისიერად, როგორც კი გავიგეთ ამ ფაქტის თაობაზე.

 

ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც მყისიერად მოახდინა რეაგირება იმ მძიმე სურათზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თუმცა, რაც შეეხება გაგრძელებას, ამ გაგრძელებასაც სჭირდება თავისი შეფასება და ამ გაგრძელებას ამ მომენტში ვერ ექნება ცალსახა შეფასება. უნდა გავიდეს გარკვეული დრო, დღეები და უნდა შეფასდეს თითოეული მხარის მოქმედება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, ცალსახად გადავუხდი მადლობას პირველი რეაქციისთვის, რაც შეეხება გაგრძელებას, ამაზე ცალსახა შეფასება ჩვენ ვერ გვექნება.

 

რაც შეეხება მოთხოვნას გადადგომის თაობაზე, მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, განცახდებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემიმედისპირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი