11:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა: "XXI საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები“
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას ეხმაურება

სიახლეები

ქართველი პარლამენტარები პოლონეთსა და გერმანიაში  ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნენ


საქართველოს პარლამენტის წევრები გუგული მაღრაძე, გურამ მაჭარაშვილი და გიორგი მეშველიანი მონაწილეობდნენ 17-22 ივნისსპოლონეთსა და გერმანიაში  საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზირებულ  სემინარში, რომელიც  დივერსიფიცირებული  დაფინანსების  მეშვეობით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის  გაზრდას  და ამ ქვეყნებში ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის გაცნობას ეძღვნებოდა.

სემინარში პარლამენტის წევრებთან   ერთად  მონაწილეობდნენ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსსამოქალაქო საზოგადოების და კერძო  ბიზნესის წარმომადგენლები, რამდენადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების  გაძლიერება და ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის ეფექტურობა  ყველა ამ უწყების ერთობლივ  მუშაობას გულისხმობს.

 

სემინარის  მონაწილეები  პოლონეთსა და გერმანიაში ფილანტროპიის და ქველმოქმედების შესახებ მოქმედ კანონმდებლობას გაეცნენ

სოციალური ინვესტიციების სხვადასხვა ფონდების არსებობა    და  სახელმწიფოკომერციული და სამოქალაქო ორგანიზაციების  მჭიდრო თანამშრომლობა კარგ ნიადაგს ქმნის ამ  ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებების განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის  გამოცდილების გაზიარებათუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების  კვალდაკვალ, საკუთარი ფინასური რესურსების გამონახვა, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს სოციალური  ინვესტირების უფრო ეფექტურად განხორციელება და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მდგრადი განვითარების  თვალსაზრისით, არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

მისივე თქმით, პარლამენტის წევრებისთვის  განსაკუთრებით საინტერესო სოციალური პროექტების განხორციელებაში პოლონეთის   ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილების  გაცნობა იყო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი არის ქვეყანა, რომელშიც მაღალ დონეზეა  განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც რეგიონის, ისე რაიონულ დონეზე და იგი წყვეტს თითქმის ყველა საკითხს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეხება.    

          

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ასევე საინტერესო იყო პოლონეთის ბიზნესფორუმის მუშაობის გაცნობა, რომელიც ინტენსიურად ანვითარებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის  ცნებას. ამ ორგანიზაციას პოლონეთში ოპერირების ხანგძლივი ისტორია აქვს, იგი  2000 წლიდან ეხმარება ბიზნეს ორგანიზაციებს   კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობის განხორციელებაში.

 

გერმანიაში ვიზიტისას საინტერესო შეხვედრა შედგა გერმანიის ერთ-ერთი უძლიერესი  ორგანიზაციის  -   რობერტ ბოშის  ფონდის ხელმძღვანელებთან. ფონდი 50 წელზე მეტია სოციალურ პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა სფეროში როგორც გერმანიაშიისე  მის ფარგლებს  გარეთ, მთელს მსოფლიოში.

 

როგორც გუგული მაღრაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ  საქართველოს ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის კარგი ისტორიული  ტრადიცია აქვს, მაგრამ  ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის  ფილანტროპიის და ქველმოქმედების შესახებ  კანონი.   „საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებზე  მუშაობას აპირებს  და ამდენად, ჩვენთვის   უაღრესად სასარგებლო ოყო  ამ  სემინარზე მონაწილეობა“, - განაცხადა პარლამენტარმა.            

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი