05:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი კანონს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს
სოფიო ქაცარავა: "XXI საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები“

სიახლეები

ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხი დააყენა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ რუსეთის დელეგაცის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრა. საკითხის გასაჩივრებისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, მათ შორის - რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის შესახებ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევის შემთხვევებზე სევასტოპოლში, ყირიმში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

საკითხის შესწავლას საქართველოს დელეგაციასთან ერთად მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის ესტონეთის ლიეტუვას, ლატვიის და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებმა.

 

საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა საქართველოს დელეგაციის წევრის წინადადება და დაიწყო საკითის შესწავლა რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საკითხებზე.

 

„ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთის დელეგაციას მუდმივად შევახსენოთ, რომ როგორც აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანას ვერ ექნება საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპაცია, ათასობით ადამიანის დევნილობაში ცხოვრება მუდმივად იქნება ასამბლეაში განხილვის საკითხი” - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...