13:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება
Facebook-ს გლობალური ვალუტის შექმნა სურს

სიახლეები

გიორგი ჩოგოვაძე - საერთო ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება

,,ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს, 2019 წლის ბოლოსთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა 4-მდე გაზრდას, 2020 წლისთვის კი 5-მდე. საერთო ჯამში ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებაზე იფრენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ი,-‘’განცხადება ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ 12 ახალი მიმართულების შესახებ ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ გააკეთა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ შებოკმა.  ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

შეთანხმების თანახმად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბადენ-ბადენის,  ვენეციის, ნეაპოლის, ნიცის, პიზის, სტოკჰოლმის, ნიურნბერგის, პოზნანის, ჰერაკლიონისა და ტურკუს მიმართულებით შესრულდება. საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

,,ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი უნდა იყოს რეგიონული ცენტრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისა და ავიაშეთავაზებისათვის. ეს კი საშუალებას მისცემს უცხოელ ტურისტებს, ევროკავშირის ტურისტებს უფრო მეტი რაოდენობით ჩამოვიდნენ საქართველოში. დაანონსებული მიმართულებები უკვე გაყიდვაშია. ასე, რომ ყველას საშუალება აქვს იფრინოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ით, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz Air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ  ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში - 4 თვეში, Wizz Air ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი