11:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბახტრიონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
არჩილ თალაკვაძე: პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტსა და პრემიერმინისტრს შორის კონსულტაცია გაიმართება

სიახლეები

საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი გაიმართა

თბილისის მერიისა და იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა.

 

დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგებლებმა, ასევე, ჩინეთის დელეგაციის წევრებმა პრეზენტაციები და პროექტები წარმოადგინეს. ფორუმზე თანამშრომლობის გზები, პერსპექტივები, გამოწვევები და კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით არსებული მიზნები განიხილეს.

 

ფორუმი დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ქართულ-ჩინურ ურთიერთობას კულტურის, როგორც ბიზნესის განვითარებაში დიდი როლი აქვს. აღნიშნული ფორუმი სწორედ ამას ემსახურება, რომ ბიზნესისა და კულტურის მიმართულებით, თანამშროლობის ახალი მოდელები შემუშავდეს. ასევე, გადმოვიტანოთ საუკეთესო პრაქტიკა და დავნერგოთ. მსგავსი ღონისძიებების, დიალოგების გამართვა მრავალფეროვნების გარანტია“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

 

ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

დედაქალაქის მერიის პატრონაჟით, საქართველოს ჩინეთის ოპერის/თეატრის ქალაქის, სათეატრო ქალაქების ალიანსის გენერალური დირექტორი, ტურიზმის და კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელი გუო ქსიაონანი, პროფესორი შენ ლინი, პროფესორ გუო ჩენზი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე, კულტურის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

პროექტი თბილისის მერიის, იუნესკო-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის, ფონდის - „კავკასია“ და ხელოვნების სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ღონისძიებას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი