22:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს
ლილოს პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ნარჩენების გადამუშავების კონცეპტუალურ პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს

სიახლეები

დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი კერძო მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის შედეგად დედაქალაქს დაუბრუნდება

 დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი, კერძო საკუთრებაში არსებული 679 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგად,  დედაქალაქს დაუბრუნდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   

 

კახა კალაძის თქმით,  მესაკუთრეს დიღმის ტყე-პარკში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გადაეცემა.  

მისივე თქმით,  დიღმის ტყე-პარკში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ქალაქისთვის დაბრუნება დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კერძო მესაკუთრეებთან  მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს ჯამში 27 086 კვადრატული მეტრი მიწის ფართი დაუბრუნდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

 

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეების შენარჩუნებასა თუ მოწყობაზე. გვისაუბრია იმაზეც, თუ რამდენი მწვანე სივრცე შეეწირა ქალაქში მშენებლობებს. სამწუხაროდ,  ეს ხდებოდა პარკებსა და სკვერებში. ამის  ერთ-ერთი მაგალითი  კი დიღმის ტყე-პარკია, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად იქნა გასხვისებული და დღეისათვის იქ, დაახლოებით, 80%  კერძო საკუთრებაშია.

 

მერად არჩევის შემდეგ  მე განვაცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გამოგვესყიდა ეს უნიკალური ტყე-პარკი, რადგან ის არის იდეალური მწვანე სივრცე, უამრავი ადამიანი ცხოვრობს გარშემო და მათთვის ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი  დავუბრუნეთ. თუმცა  კიდევ რჩება  მიწის ნაკვეთები, რომელსაც სჭირდება ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა.  ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში

28 დეკ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...

პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა

21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი