სიახლეები
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს
თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის „წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება“ კანდიდატია.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მერია ფოტოკონკურსს გამოაცხადებს იმისთვის, რომ EBD-ზე წარსადგენი საუკეთესო ფოტოები გამოვლინდეს.
„თბილისი კონკურსის „წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება“ კანდიდატია. კონკურსს ორგანიზაცია European Best Destinations (EBD) ატარებს. მასში სხვადასხვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას და თბილისიც მოხვდა. ჩვენ ვგეგმავთ ფოტოკონკურსის გამოცხადებას და ძალიან გამიხარდება, თუ მასში ბევრი ფოტოგრაფი ჩაერთვება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ განმარტა, EBD-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული 30 ფოტო იქნება საჭირო.
„30 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო არის საჭირო იმისთვის, რომ EBD-ის კონკურსში მონაწილეობა მივიღოთ. მანამდე, დედაქალაქის მერია გამოაცხადებს კონკურსს და ვთხოვთ ყველა ფოტოგრაფს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში იმიტომ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2020 წელს EBD-ს საუკეთესო ქალაქი გავხდეთ. ფოტოგრაფებმა ფოტოები მერიის ვებგვერდზე, სპეციალურ გვერდზე უნდა ატვირთონ. შემდეგ საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
რაც შეეხება EBD-ის კონკურსს, დედაქალაქის მერის თქმით, გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. მართლაც ულამაზესია ჩვენი ქალაქი თავისი კულტურით, ტრადიციებით, შენობა-ნაგებობებით, კონკრეტული ადგილებით, რომელიც ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა თბილისში, გამორიცხულია, რომ მეორედ და მესამედ არ ჩამოვიდეს. ჩემი იტალიელი მეგობრები ერთხელ რომ ესტუმრნენ თბილისს, მას მერე მასზე და ქართველ ხალხზე შეყვარებულები არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
European Best Destinations-ის ვებგვერდზე თბილისისათვის შეიქმნება სპეციალური საკონკურსო ლინკი სადაც დედაქალაქის და მისი ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა განთავსდება. ამ ბმულით მსურველებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ საშუალება ხმა მისცენ თბილისს, როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულებას მოგზაურობისათვის.
მსგავსი სიახლეები

5 მაი 2019შემეცნებითი
ჯგუფ Queen-ის წევრების ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქონებას გადააჭარბა

4 მაი 2019შემეცნებითი
LAIST: “ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს–ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია”

3 მაი 2019შემეცნებითი
BBC: "სამეფო კარის თამაშებში" არის მინიშნებები მეორე მსოფლიო ომსა და ცივი ომის პერიოდზე
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...