14:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავას ინიციატივით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია დარეგისტრირდა
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს

სიახლეები

დედაქალაქის მერია ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს

 თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, იმისთვის, რომ დედაქალაქში ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს, ამ მიმართულებით მერია მასტერკლასებს და სემინარებს  მუდმივად ატარებს.

 

“საუკეთესო მახასიათებლები, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად სწორად უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამას სჭირდება ხელშეწყობა, განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სერვისების გაუმჯობესება. ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა. ამისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ის, რომ დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდის და ამ სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებს და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, სემინარი, რომელიც 9 ივლისს ჩატარდება, ამ სფეროს წარმომადგენლებსწ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

 

„სემინარი შეეხება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, ასევე, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს. გარდა ამისა, მინდასაქართველოს ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მათი წარმომადგენლები ისაუბრებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კონკრეტულად ამ სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მსგავსი სემინარები უახლოეს მომავალში, ასევე, გიდებისთვის და Airbnb და booking-ზე განთავსებული ბინების მეპატრონეებისთვისაც გაიმართება.

 

მცირე და საშულო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იზრდება სასტუმროებისა, ჰოსტელებისა და  კაფე-ბარების რაოდენობა. ეს ყოველივე თითოეულ მოქალაქზე აისახება. დასაქმების ადგილები იქმნება, მათ შორის ახალგაზრდებისთვის. ამ პროცესს ხელი უნდა შევუწყოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

სემინარების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც მსურველები დარეგისტრირებას შეძლებენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი