03:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება
დედაქალაქის მერია ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს

სიახლეები

სოფიო ქაცარავას ინიციატივით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია დარეგისტრირდა

სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს- საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 

 

ასამბლეის ძირითად სამუშაო თემას წარმოადგენს „უსაფრთხოების განმტკიცება მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით“.

 

სოფიო ქაცარავა ასამბლეაზე წარადგენს რეზოლუციის პროექტს: “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“, რომელშიც ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობა,  იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმის დაშვების აუცილებლობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და ინიციატივის: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მტკიცე მხარდაჭერა.

 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენი ხმა ყოველთვის სათანადოდ ისმის. ამჯერად ჩვენ კვლავ წარვადგენთ რეზოლუციის პროექტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ასევე  გამოვიყენებ ასამბლეის ყველა ფორმატს, რომ დავაყენო  საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესების საკითხი, რომლის შესახებაც მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას".- სოფიო ქაცარავა.

 

ასამბლეის ფორმატში დელეგაცია ასევე გამართავს 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომლის მომხსენებლებიც არიან დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი. 

 

ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან ასევე მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

12 აპრ 2021კვირის გრაფიკი

2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...