03:51 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს
მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მე-2 მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან 7 წლის თავზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ვიზეარი 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ანა ჰეინცი ის იღბლიანი მე-2 მემილიონე მგზავრი გახდა, რომელმაც დორტმუნდიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმგზავრა. მე-2 მემილიონე მგზავრს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და ვიზეარის ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი  გარტ ლუნდი დახვდნენ.

მე-2 მილიონე მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ექნება ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შემოთავაზებული მიმართულებიდან ნებისმიერით ისარგებლოს. ანა ჰეინცსა და იღბლიანი რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საჩუქრად სიმბოლური საჩუქრები ქართული ღვინო და ქართული წარმოების ,,ჩიკორის“ ჩირი დაურიგა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 7-წლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ ვიზეარი ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - 2018 წელს კი ევროპის ყველაზდე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა.

,,ჩემთვის დიდი პატივია, პირადად დავხვდე Wiz Air-ის მე-2 მილიონე მგზავრს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში ავიაკომკომპანიების ზრდა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის სტიმულირების ერთგვარი გარანტიაა. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში კომპანია Wizz Air-ის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად კავკასიასა და ევროპას შორის. 2018 წელს Wizz Air გახდა ნომერ პირველი გადამყვანი საქართველოში, 7 წლის ჭრილში კი მოემსახურა ორ მილიონზე მეტ მგზავრს. დღევანდელი დღე ჩვენი ერთობლივი მუშაობის წარმატებული შეჯამებაა. წლიდან წლამდე Wizz Air-თან დაკავშირებით ჩვენი გეგმები მეტად ამბიციური ხდება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გასულ კვირას ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობის ხუთამდე გაზრდა და 12 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენების დამატება დაანონსა. საერთო ჯამში, 2020 წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 40 მიმართულებით განხორციელდება

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

12 აპრ 2021კვირის გრაფიკი

2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...