23:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ჩოგოვაძე - მგზავრთნაკადის რაოდენობის ოთხჯერ ზრდა საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო დავიტანოთ რუკაზე, როგორც რეგიონის ცენტრი ევროკავშირის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი რეისების შეთავაზებისთვის
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მე-2 მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

სიახლეები

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეუთო/ოდირისსადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა, ძირითადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

ეუთო/ოდირის ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან, რათა დააკვირდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. მათი მხრიდან ეს მონიტორინგი ხორციელდება როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე ისინი ამ პროცესს განაგრძობენ საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მათთვის საინტერესო იყო, თუ რა პროცედურებით წარიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში, რა პროცედურები არსებობს ამასთან დაკავშირებით. ასევე საინტერესო იყო მათი მოსაზრებების მოსმენა და, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დამკვირვებლებთან ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს პოზიციები, რათა ეს პროცესი, რომელიც არის მრავალეტაპიანი და მაქსიმალურად გამჭვირვალე, იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობის მიმნიჭებელი, საზოგადოებას ჰქონდეს სრული მონიტორინგი როგორც პროცესისადმი, ასევე სრული ნდობა იმ გამჭვირვალე პროცესისადმი, რომელიც საბოლოოდ წარიმართება საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო მრავალეტაპიანი პროცესი, უზრუნველყო ის, რომ პროცესი წარიმართება ხანგრძლივად და არა მოკლე ვადაში, ამასთანავე კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ იგი იქნება გამჭვირვალე და საჯარო.

ეს არის ძალიან სწორი, ვინაიდან ეს არის უპრეცედენტო პროცესი იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხანგრძლივად, მრავალეტაპიანად წარიმართება და არ არის მოკლე დროში გაწერილი პროცედურები. მოგეხსენებათ, პროცედურა და პროცესი იწყება იუსტიციის საბჭოში და ამის შემდეგ, პროცესი გადმოინაცვლებს საქართველოს პარლამენტში და ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ გამჭვირვალობას. კომიტეტში მოსმენები იქნება საჯარო, გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ასევე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ კომიტეტის სხდომებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართება მთელი პროცესი, რათა ჩვენს საზოგადოებას მისდამი სრული ნდობა ჰქონდეს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ამავე კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...