სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა. პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. სამშენებლო სამუშოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერეს.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. ოთხმაგდება აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი,-‘’განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება თანამედროვე ტიპის 4 სართულიანი აეროპორტი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვით. სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის კარკასის მშენებლობის, მისი შეფუთვისა და გადახურვის შემდეგ ამჟამად მიმდინარეობს საინჟინრო-სისტემების მონტაჟი. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისი ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ევროკავშირის ქვეყნებთან დაკავშირების ნაწილში. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა გავზარდოთ რეისებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების. მგზავრთნაკადის რაოდენობის ოთხჯერ ზრდა - საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო დავიტანოთ რუკაზე, როგორც რეგიონის ცენტრი ევროკავშირის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი რეისების შეთავაზებისთვის,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

