სიახლეები
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და საიმედო, როგორც დღეს არის” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
“ქართველი და ამერიკელი ხალხების მეგობრობა უკვე თითქმის სამ ათწლეულს მოითვლის. ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავთ დიდ პოლიტიკურ, მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან.
ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და საიმედო, როგორც დღეს არის. ქართველი სტუდენტები სწავლობენ ამერიკელ სტუდენტებთან ერთად, ქართველი მეცნიერები მუშაობენ ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მიღწევათა გაუმჯობესებისთვის. ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს არა ერთ წერტილში იცავენ მშვიდობას და უსაფრთხოებას, ხოლო ქართველი პოლიტიკოსები თანამშრომლობენ ამერიკელ პოლიტიკოსებთან დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის. ეს ურთიერთობები ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. წარმატებებს ვუსურვებთ ამერიკას და ამერიკელ ხალხს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.
საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები

14 აპრ 2021პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე: პენსიონერებზე ზრუნვა ის საკითხია, რის ირგვლივაც ყველა, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა უნდა გაერთიანდეს

14 აპრ 2021პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

31 მარ 2021პოლიტიკა
ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კვირის გრაფიკი
ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში
12 აპრ 2021კვირის გრაფიკი
2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრილი, 2021კვირის გრაფიკი


თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა
