11:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა
დიდუბეში სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ამხანაგობაში 37 პროექტი განხორციელდა

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომელთაც პარლამენტში სტაჟირება წარმატებით გაიარეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომელთაც საქართველოს პარლამენტში სტაჟირება წარმატებით გაიარეს. მათგან რამდენიმე, მუშაობას პარლამენტის აპარატში გააგრძელებს.

 

"ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყოს ახალგაზრდების მიმართ მეგობრული.

პირველი დასაქმება, პირველი სამსახურის მოძიება ადვილი არ არის - სტაჟირების პროგრამა სწორედ ამაში დაგეხმარებათ” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პარლამენტი იყოს ახალგაზრდების პარლამენტიც, ისევე, როგორც  ყველა თაობის. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ სხვა ინიციატივებშიც - იქნება ეს კვლევები, საკომიტეტო განხილვებიპროგრამები, რომელიც პარლამენტს აქვს, მიიღოთ  მონაწილეობა",- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

 

ახალგაზრდებს მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, რომელმაც მათ სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა, რაც ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე მეტყველებს.  "მიხარია, რომ ის ჩანაფიქრი, რომლისთვისაც ეს პროგრამა დაინერგა საქართველოს პარლამენტშირეალიზებულიამინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ არჩილს იმისთვის, რომ ის შეთანხმება, რაც იყო მიღწეული ბატონი ირაკლი კობახიძის დროს, რომ დასაქმდებოდა  რამდენიმე თქვენგანი, ვინც ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებდა, მხარდაჭერილია მისი მხრიდან და დამატებით ახალი ინიციატივები გამოითქვა", - მიმართა ახალგაზრდებს გივი მიქანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...