18:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ექთნების გადამზადება დაიწყო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ჯანმრთელობის კოორდინატორები, პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით, სპეციალურ ტრენინგს გადიან.  

 

ექთნების გადამზადებას კლინიკანიუ ჰოსპიტალსიუზრუნველყოფს. ტრენინგი პირველად საზაფხულო ბაღის ექთნებისთვის ჩატარდა და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისათვის.

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სააგენტო პერმანენტულად აფინანსებს პერსონალის განვითარებისათვის აუცილებელ სასწავლო კურსებს, თუმცა ამჯერად, ექთნების გადამზადება კლინიკანიუ ჰოსპიტალსისხელმძღვანელობამ სოციალური პროექტის ფარგლებში დაგეგმა.

 

საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ კლინიკანიუ ჰოსპიტალსისგან“, რადგან კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალის მუშაობა ბაღებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტის, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშინ, როდესაც თითოეულ ექთანს უწევს 200-დან 800-მდე ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივად განახლებული ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე და ასევე გაატარონ სათანადო პრევენციული ღონისძიებები ,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისათვის. <

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...