18:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს პოპულარიზაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
ბოტანიკურ ბაღში თბილისის სინათლის ფესტივალი მიმდინარეობს

სიახლეები

დიდ დიღომში არჩილ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე კი 10 000 კვ.მ. ფართობზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ადაპტირებული ტროტუარიც მოეწყობა.

გარდა ამისა, მოწესრიგდა საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მისასვლელი გზა.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

რაიონის გამგებლის გაიოზ ვასაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა პრობლემური იყო და მისი მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასაც გააადვილებს.

მიმდინარე წელს დიდ დიღომში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, ამ დროისთვის შვიდ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. არჩილ მეფის ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ბევრ მონაკვეთზე გზა ჩაწეული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმ თვალსაზრისითაც, რომ აღნიშნული ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მალე ეს ქუჩა განახლებული და მაქსიმალურად მოწესრიგებული იქნება“,-განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 560 ლარია გამოყოფილი. პროექტს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ ცეკური“ ახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული