10:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ალექსანდრე ქანთარია: ის, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილეთ,
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდის სურვილი და პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაში ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა უზრუნველვყოთ

სიახლეები

ირაკლი ბერაია: „გენადი ონიშენკოს მიერ გახმოვანებული ინფორმაცია დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაა“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი ბერაია რუსეთის ფედერაციის დეპუტატის, გენადი ონიშენკოს განცხადებას გამოეხმაურა და მის გამოსვლას დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა უწოდა.

 

“უკვე მერამდენედ გვესმის რუსეთის ბრალდებები, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი არის სამხედრო უწყება, რომელიც ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ქმნის ბიოლოგიურ იარაღს. სინამდვილეში ლუგარის კვლევითი ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფარგლებში მოქმედი გამჭვირვალე დაწესებულება.  მისი საქმიანობა სრულიად შეესაბამება ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური იარაღის კონვენციის მოთხოვნებს, ბიოდაცულობის და ბიოუსაფრთხოების სართაშორისო სტანდარტებს. ამ დაწესებულების საქმიანობა ორიენტირებულია ადრეული გამოვლენის, დაკვირვების და სამეცნიერო კვლევების გზით საქართველოს და რეგიონის ინფექციური დაავადებებისაგან დაცვაზე.  

 

ჩვენს მიერ ლაბორატორიაში მოწვეული იყვნენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, მათ შორის რუსეთიდანაც. თუმცა მათგან მხოლოდ უარი მივიღეთ.  ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაბორატორიის გამჭვირვალობას და მისი საქმიანობის სრულ შესაბამისობას პროფილაქტიკურ, დაცულობის და მშვიდობიან მიზნებთან.  

 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით რომ რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, და ამ მიზნით ამ დარბაზის გამოყენება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული