10:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს
სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ

სიახლეები

აკაკი ზოიძე: ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გამოიწვიოს შესაბამისი უარყოფითი რეაქცია ხელისუფლების მიმართ

„მთელი იმ ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც რუსთავი 2 აკეთებს, თესავს გესლს, ზიზღს და შურს  საზოგადოებაში.  ნიშანდობლივია, რომ   ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს სწორედ განსაკუთრებულად კრიტიკულ სიტუაციებში.  2008 წლის ომის დროს, ემბარგოს შემოტანის სურვილისას,  სქართველოს დაზიანების სურვილისას  ლიდერობდა და მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები. ეს შემთხვევითობა აღარ არის. ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი. ხოლო პასუხისმგებლობის მქონე  ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც თავისი თანამემამულეები დაიცვას“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკალი ზოიძემ.  

 

მან 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის  მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვები გაიხსენა, რომლის შემდეგაც რუსეთიდან   საქართველოში ქართველები სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. „თუ რუსეთში მყოფ ქართველებს პრობლემები შეექმნებათ,  ეს მასა სწორედ ხელისუფლებაზე იქნება უკმაყოფილო, რომ მან ვერ დაიცვა ჩვენი თანამემამულეების ინტერესები.  შემდეგი თემაა რუსი ტურისტების შეზღუდვა, რომ რუსმა ტურისტებმა ბოიკოტი გამოგვიცხადონ მათი სახელმწიფოს მეთაურის დედის გინებისთვის და ესეც გამოიწვევს უკმაყოფილებას იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ელოდებოდნენ შემოსავალს  რუსი ტურისტების მხრიდან. და ეს ყველაფერი პრესის თავისუფლების იდეაშია შეფუთული. ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა, რომ თითოეული მიმართულებით გამოიწვიოს შესაბამისი უარყოფითი რეაქცია ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

 

მისი თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  იცის, რომ 17 ივლისს უნდა გამოცხადდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. „და ახლა უკვე ნებისმიერი ქმედება რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეიძლება გაასაღონ პუტინის დავალების შესრულებად, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ისე სტრასბურგის სამართლოს მხრიდან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული