22:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამ დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ოპოზიციის ჩართულობამ ამ პროცესში ეს კიდევ ერთხელ აჩვენა
აკაკი ზოიძე: ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გამოიწვიოს შესაბამისი უარყოფითი რეაქცია ხელისუფლების მიმართ

სიახლეები

 საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს, რომლებიც დედაქალაქისთვის ერთი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ იმუშავებენ.

 

ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძისა და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ბერტრან ვალკენერის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა AFD-ის თანამშრომლობისთვის, რაც თბილისში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერაში გამოიხატება.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებას, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსპორტის ექსპერტიზის მიმართულებას მოიცავს, მეორე კი თბილისის სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებას.

 

კერძოდ, საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში, ერთი წლის განმავლობაში, მოავლენს მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს ტრასპორტის პოლიტიკის კუთხით, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან, როგორც კვალიფიკაციის ამაღლებაში, ისევე ცალკეული პროექტების დაპროექტებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დიზაინის კუთხით. ექსპერტები ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები სატრანსპორტო გენერალური გეგმის განხორციელების პროცესში, რაც თავის მხრივ, ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან.

გარდა ამისასაფრანგეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს თბილისში სანიაღვრე ქსელის კვლევას და ჩაერთვებიან მრავალწლიანი გეგმის შემუშავებაში , რათა წყალმოვარდნების შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული ქუჩებისა და სახლების დატბორვის საფრთხე, მოეწყოს წინასწარი ადრეული შეტყობინების სისტემები და სწორად დაიგეგმოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

 

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათი

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი