12:01 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და კვლავ რუსული თემა აიღო
საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამ დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ოპოზიციის ჩართულობამ ამ პროცესში ეს კიდევ ერთხელ აჩვენა

პირველმა სამუშაო დღემ გაფართოებულ ფორმატში, სადაც კიდევ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია იყო ჩართული, გვაჩვენა რომ პროპორციული არჩევნების გადაწყვეტილება 2020 წელს ნულოვანი ბარიერით, იყო სწორი და დემოკრატიული“,- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის გასვლითი სამუშაო შეხვედრის პირველი დღე.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციური  პარტიების  დაინტერესება მაღალია და დღეს მათი ჩართულობა რეალურად იყო უზრუნველყოფილი

 

შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამუშაო დღე შედგა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან და საშემოდგომო სესიაზე უკვე მაქსიმალურად შეჯერებული ინიციატივებით, პროექტებით და ცვლილებებით წარვდგებით პლენარულ სესიაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარება ემსახურება იმას, რომ მომავალში საქართველოს კიდევ უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა ჰქონდეს.

 

ეს გადაწყვეტილება, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ნულოვანი ბარიერით მისი ჩატარება, ემსახურება იმას, რომ საქართველოს მომავალში ჰქონდეს კიდევ უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, ოპოზიციას ჰქონდეს  უფრო პლურალისტული წარმომადგენლობა პოლიტიკურ პროცესში და პარლამენტშირაც საბოლოო ჯამში მოგვცემს იმას, რომ პოლიტიკური სისტემა იქნება სტაბილური, გადაწყვეტილების მიღება იქნება კიდევ უფრო მეტად მონაწილეობითი და ეს პროცესი სახეზეა. ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ოპოზიციის ჩართულობამ ამ პროცესში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს აშკარა იყო, რომ პროცესი მაქსიმალურად ფართო შეთანხმებისკენ მიდის.

 

ნულოვან ბარიერთან და ბლოკთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის მყარად არგუმენტირებული, რომ ეს აძლევს საშუალებას ყველა პოლიტიკურ პარტიას მოსინჯოს თავისი ძალები და უზრუნველყოს თავისი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ, ან მანამდე, მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვისთან ექნებათ კოალიცია, ვისთან გაერთიანდებიან იდეის თუ გადაწყვეტილების გარშემო. ამას, რა თქმა უნდა, არ გვიკრძალავს ეს საარჩევნო მოდელი.

 

კატეგორიული პოზიციები დღეს ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან. ჩართულობა რომელიც ვნახეთ და მათი მაღალი დაინტერესება ამ სამუშაო პროცესში, აჩვენებს, რომ არის რესურსი, მაქსიმალური შეთანხმება მოხდეს საკითხებზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პრინციპულია ყველა პარტიისთვის და დღეს საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით, კატეგორიული პოზიციები არ გამოთქმულა.

 

ნულოვანი ბარიერი ეს იქნება ერთჯერადი აქტი,  ვინაიდან 2024 წლიდან უკვე ახალი კონსტიტუცია ისედაც განსაზღვრავს ბარიერს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად, შესაბამისად, ეს სტანდარტი თავსებადია ევროპულ სტანდარტთან“,- განცხადა მან.  

 

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი მსჯელობას ხვალ გააგრძელებს. ​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...