14:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა: გერმანიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში
მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიამ სემინარი ჩაატარა

სიახლეები

თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, გუდიაშვილის მოედანზე პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ალექსანდრე ტოგონიძის ინიციატივით,  გუდიაშვილის მოედანზე  პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო თბილისის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება.

ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, შეხვედრაზე დედაქალაქის წინაშე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.

 „პირველ რიგში  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც  ჩაერთო ფონდის საქმიანობაში  და ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და ვინც დღეს იმყოფებოდა შეხვედრაზე. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ყველამ გავაერთიანოთ ძალები და ამით დავიცვათ დედაქალაქის ღირებული ნაწილი და ფასეულობები.

განვიხილეთ რამდენიმე პრობლემური საკითხი, შევჯერდით გადაწყვეტებზე, ასევე, დავგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები პროცედურებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით და ჩამოვყალიბდით, რომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან ფონდის მიერ რეაბილიტირებულ პროექტებს. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვექნება მათთან, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი და შენარჩუნდეს ის ისტორიული ღირებულებები, რაც გააჩნია თბილისს“, - განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეების ჩართულობით და სპეციალისტების რეკომენდაციით განხილულ იქნა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, ასევე გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა.

გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას.

სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ გუდიაშვილის პროექტის სამუშაოების შემსრულებელი მხარეები, “ICOMOS საქართველოს” წარმომადგენლები, პროექტის ავტორები, საკრებულოს წევრები,  ხელოვნებათმცოდნეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, გუდიაშვილის მოედანზე მომუშავე არქეოლოგები და „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენელი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი