13:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფო კილაძე: გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას
თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, გუდიაშვილის მოედანზე პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სიახლეები

სოფიო ქაცარავა: გერმანიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან კლაუდია როთთან.

 

საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

 

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მან გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

„გერმანიას აქვს მნიშვნელოვანი როლი და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 11-12 ივლისს ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, აღნიშნულ ფორმატში საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობას.

 

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი